ROM Sélection აერთიანებს ცენტრალურ მასივში (საფრანგეთი) განთავსებულ 180 სელექციონერს, რომლებიც ხორცწარმოებისთვის განკუთვნილ ცხვრებს აშენებენ.
ROM მართავს ექვსი ჯიშის გენეტიკურ შერჩევასა და კომერციალიზაციას, მათ შორის ცენტრალური მასივის თეთრისა, რომელიც კარგად არის ადაპტირებული ისეთ ქვეყნებში იმპორტირებისთვის, სადაც რთული სანაშენე პირობებია, როგორც საკვების, ასევე კონტინენტური ჰავის (ცხელი და მშრალი ზაფხული, ცივი ზამთარი) მხრივ.
ცენტრალური მასივის თეთრი (BMC) ბუნებრივად ეგუება ამგვარ შეზღუდულ პირობებს. BMC, რომელიც უკვე რამდენიმე წელია შერჩეულია, როგორც გამრავლების ასევე სახორცე ხარისხით, საფრანგეთში ყველაზე გავრცელებული ჯიშია და მოიცავს 250 000 დედალს, მათ შორის 60 000 ნერბს. განსაკუთრებული თვისებების გამო, აღნიშნული ჯიში მეცხოველეებისთვის რენტაბელურია:
სრული შემოთავაზება
ROM Sélection გთავაზობთ პროდუქციის სრულ ასორტიმენტს:
- სანაშენეები (ნერბები და ვერძები)
- გაყინული თესლი სასურველი გამოყენებისთვის
- მეცხოველეების საჭიროებისთვის ადაპტირებული სპეციალური აღჭურვილობა
(გვირაბები, საკრეჭი აპარატები, ხელოვნური კვება,...)
ROM Sélection ასევე სთავაზობს ინვესტორებს მათი პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო რჩევებსა და სწავლებებს.
გამოცდილი საწარმო
ROM Sélection 50 წელია, რაც არსებობს.
ჩვენ გვენდობა მრავალი კლიენტი საფრანგეთში, ევროპაში (მაგ. შვეიცარიაში, ბელგიაში, რუმინეთში, უნგრეთსა და პოლონეთში) და მსოფლიოს სხვა რეგიონებში.